|
2023-10-24 22:00:47, 675 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლესოტოს სამეფოს სენატის პრეზიდენტ მამონაენგ მოკიტიმის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და ლესოტოს სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეათე წლისთავი. მხარეებმა გამოთქვეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ხაზი გაუსვა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა და მამონაენგ მოკიტიმიმ ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და ლესოტოში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევები და მათი ნეგატიური გავლენა. ასევე, ისაუბრეს ცალკეულ სფეროებში, მათ შორის, სახელმწიფო სერვისები, საგადასახადო სისტემა, ანტიკორუფციული მექანიზმები, განათლება და მედიცინა, გამოცდილების გაზიარების და კავშირების განმტკიცების შესაძლებლობები. შეხვედრა გაიმართა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)