|
2023-10-24 17:52:09, 1003 ნახვა
საზოგადოება
ნიკო კვარაცხელიას დედა შოთაძეს - ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს საქმის გამოძიებას?
ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას?- ასე მიმართავს ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. ომაძის განცხადებით, არსებობს "მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენებები", რომლებიც გენერალურ პროკურატურას "გადამალული აქვს". "მთელი ემოციით სულმოუთქმელად, მგონი არავის უსმენია თქვენთვის. ვფიქრობდი, ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე, მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით, ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ - იზა ომაძემ თუკი რამ ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში, იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი, ბატონო ირაკლი! მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით, რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე, არა!!! რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა, იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი. უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა. თქვენ მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს, რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ? მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად?..." - წერს იზა ომაძე.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)