05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 14:54:28, 739 ნახვა

საზოგადოება
კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ კისისხევის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

"სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 10 სოფლის (კისისხევი, წნანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი)  დაახლოებით 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. 

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ნოემბრის  ბოლოს დასრულდება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics