|
2023-10-23 15:29:08, 921 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - გახარიას მუქარა დასრულებაზე ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა
გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე "ქართული ოცნებისა" და ენმ-ის "დასრულებასთან" დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. წითლიძის თქმით, "გახარიამ პასუხი უნდა აგოს მათ შორის 20 ივნისისა და ია კერზაიას საქმეებზე". „გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ, მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე; გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მაგალითად პასუხი გასცეს იმას, რომ როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა",- ამბობს წითლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)