|
2023-10-23 15:25:12, 997 ნახვა
რეგიონი
2023 წლის, აჭარის რეგიონული ლიგის პირველობა ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა „ცოლიკაურმა“ მოიპოვა
21 ოქტომბერს ქედის კულტურის სახლში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონული ლიგა მეოთხედ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ღონისძიებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ შესაბამის ვორქშოპებს და რეპეტიციებს. „ჟიურის გადაწყვეტილებით სამ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდი დასახელდა: 2023 წლის აჭარის რეგიონული ლიგის გამარჯვებული გახდა ქედის მუნიციპალიტეტის გუნდი „ცოლიკაური“. ჟიურის რჩეული ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდი „იანგ მუხა“ გახდა. საუკეთესო მოთამაშედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდის წევრი ავთო განდელიძე დასახელდა. გამარჯვებული გუნი „ცოლიკაური“ ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, რომელიც თბილისში ქართულ ლიგაში მიიღებს მონაწილეობას. ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ქედის გუნდ „ცოლიკაურს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!’,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)