|
2023-10-23 15:20:17, 723 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე GDI-ზე - ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ქვეყანას
რადიკალური ძალები ცდილობენ, ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანონ და მოაწყონ რევოლუციები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. „ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები. ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და იკადრებენ“, - განაცხადა კალაძემ. კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, დესტაბილიზაცია არავის გამოუვა. „წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკადრეს და გააკეთეს ის, რაც თუ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ, გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ხალხი და პატივს სცემ მას, როგორ უნდა იკადრო და გააკეთო. დღესაც იგივეს აგრძელებენ: დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)