|
2023-10-23 14:54:44, 805 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028-შიც - დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები
2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია. „ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვას, რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტად არის დასახელებული, კალაძე პასუხობს, რომ "ოპოზიციის სახით, საქართველოში უამრავი აგენტი არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს". „ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავი ჯაშუში და აგენტი გვყავს, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დააკვირდით, რადიკალურ ოპოზიციას - მათი ყველა ქმედება განპირობებულია და მიმართულია საქართველოს, ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ნახეთ, რამდენი ჯაშუში გვყავს, რომელი ერთი დაგისახელოთ. „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. იმხელა მხარდაჭერა, რომელიც დღეს პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)