|
2023-10-21 13:25:35, 2190 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო - სარეზერვო სამსახურის გავლა შიდა ქართლის რეგიონშიც იქნება შესაძლებელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა, რომელიც მთლიანად რეზერვისტების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 203-ე ბატალიონი შიდა ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდება. “რეზერვის პროგრამისა და პირობების გაცნობის მიზნით, 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაური და სხვა წარმომადგენლები ქალაქ გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის კონტრაქტის, რეგისტრაციისა და მიღების პროცედურების, პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. 203-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი მერვე ბატალიონია, რომელიც რეზერვისტებს მოამზადებს. ბატალიონები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით არის შერჩეული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)