17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 14:09:05, 636 ნახვა

პოლიტიკა
ინჯია - აშშ-ის ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ

აშშ-ის ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, მსგავსი ინტერესი ჩინეთს საქართველოსთან არ აქვს.

"ჩინეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ აღიარებს და იცავს. რაც შეეხება ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას - იცით რა, ჩინეთთან ურთიერთობით, შეიძლება, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ უფრო მეტი მოვიგოთ და უფრო მეტი სართო რაღაც ვნახოთ ჩვენთვის მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. შეიძლება, ამაში გარკვეულად დიდი როლი ყველა ქვეყანამ შეასრულოს - 30 წელია, განცხადებებისა და შეშფოთების მეტი არაფერი ყოფილა. არ ყოფილა იმიტომ, რომ იმათ არ აწყობთ, ჩვენ ეს საკითხი დავალაგოთ რუსებთან. იმათ აწყობთ, რომ ეს დაპირისპირება სულ იყოს. ჩინეთს კი, აქ ეს ინტერესები არ აქვს. აშშ-ის ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ",- აღნიშნა ინჯიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics