|
2023-10-19 09:46:51, 675 ნახვა
მსოფლიო
BBC - რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართავს მოლაპარაკებებს. გამოცემის ცნობითვე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ეწვევა. გარდა ამისა, გამგზავრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში, სუნაკმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს დღემდე ბომბავს, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. 13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. 17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვივნენ. The Times of Israel-ის ცნობით, უახლოეს დღეებში ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც ეწვევა. ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)