18:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 19:54:43, 779 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის მთავრობა მძევლების გათავისუფლებამდე, ღაზაში ისრაელიდან ჰუმანიტარული დახმარების შესვლას კრძალავს

ე.წ. ომის კაბინეტის გადაწყვეტილებით, ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან  ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.  

გარდა ამისა, ისრაელი ითხოვს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეცეს მძევლების მონახულების საშუალება და იმუშავებს ამ მოთხოვნის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე.

ისრაელის მთავრობის ომის კაბინეტის გადაწყვეტილებითვე, ისრაელი არ შეაფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას ეგვიპტიდან ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის, "სანამ ეს არის მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც მიაღწევს "ჰამასთან", ისრაელის მიერ დაიბლოკება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics