|
2023-10-18 15:36:52, 607 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მესამე მიკრორაიონში პარკი მოეწყო
გლდანის მესამე მიკრორაიონში გლდანის რაიონის გამგეობამ პარკის მოწყობა დაასრულა. ახალი რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ. მ ფართობზე განთავსდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული სივრცის სრული განახლება მოხდა. აქ იყო მძიმე მდგომარეობა, გაუბედურებული იყო ეს ტერიტორია და პროექტის ფარგლებში ხედავთ, როგორი ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა. მინდა, გლდანის გამგეობას და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია და მთავარია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არის ძალიან კმაყოფილი. ხედავთ, ირგვლივ როგორი მჭიდროდ დასახლებული სივრცეა. ასეთი პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ. მაგალითად, მე-9 კორპუსის წინ არსებული ტერიტორია არის მოსაწესრიგებელი და ესეც მომავალი წლისთვის მთლიანად იქნება გაკეთებული და მთლიანობაში ერთი უდიდესი სივრცე გამოვა, სადაც ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება გამოყოფილი სივრცე, სავარჯიშო, მოსასვენებელი ფანჩატურები, ახალი ხე-მცენარეებით, სარწყავი და განათების სისტემებით. მთავარი არის, რომ შექმნილია სასიამოვნო გარემო. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნული პროექტის დასრულება. ჩემი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და როდესაც თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, აქვე ვცხოვრობდი მამიდასთან და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს აღნიშნულ რაიონთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 469 სხვადასხვა სახეობის ხე, 396 ბუჩქი და დაიგო ბალახი. სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარამდე დაიხარჯა. დედაქალაქის მერთან ერთად, ახლად გახსნილი პარკი გლდანის რაიონის გამგებელმა ბესო კალაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)