|
2023-10-18 15:21:19, 691 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ უნდა გაიგივდეს ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა. „ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის-იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა ჩვენს მოცემულობაში იყო შეუძლებელი. ვფიქრობ, ზუსტად ეს იყო მთავარი მოტივი, როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას. ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა. მას ეს ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული. მან მიმართვა გაუგზავნა მთავრობას, გადაწყვეტილება მიეღო გამგზავრებასთან დაკავშირებით, მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი, უარი და მან მაინც დაარღვია კონსტიტუცია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. შეუძლებელია, გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, მთავრობისგან აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ამის დარღვევა არის დანაშაული. პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან ძალიან სასაცილოა და სიმართლეს არ შეესაბამება. როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი? - არ მახსოვს, დაგესვათ შეკითხვა პრეზიდენტთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად, ნიკა გვარამია აკეთებდა განცხადებებს. მრცხვენია და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც ის უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს. ალბათ გახსოვთ. მე არ მახსოვს, მოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით. მაინტერესებს, როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი. არც ის მგონია, რომ გაინტერესებთ კანდიდატის სტატუსი. გაგიხარდებათ, საქართველომ რომ ვერ მიიღოს სტატუსი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებთ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტიები, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ დამსახურებულად მიიღოს სტატუსი, რომელსაც აქამდეც ვიმსახურებდით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)