06:54 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 14:54:52, 660 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - სიტყვაც ისეთი იყო, რომ უფრო მეტად, ალბათ, გულის აჩუყების მიზანი ამოძრავებდა პრეზიდენტს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების მოტივაციაზე დაუსვა კითხვა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ პასუხი იქნება საგნობრივი, რადგან მისი დაკვირვებით, პრეზიდენტს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვით "გულის აჩუყების მიზანი ჰქონდა, ვიდრე დისკუსიისთვის რაიმეს შემატება". 

„ჩემი კითხვა იმავდროულად მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი მოტივაციასთან დაკავშირებით, თორემ იმპიჩმენტის საფუძვლებთან დაკავშირებით კითხვები არავის აღარ დარჩა. მოტივაცია კი მაინტერესებს  ამ თვალსაზრისით, როდესაც პრეზიდენტის, თქვენი არჩევა მოხდა და ამ თანამდებობაზე როდესაც შეუდექით უფლებამოსილების განხორციელებას და ახლა განსხვავებულად თუ კითხულობთ თქვენი უფლებამოსილების და ფარგლების განმსაზღვრელ ნორმებს საქართველოს კონსტიტუციიდან, იქნება ეს 49-ე თუ 52-ე მუხლები, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კონტექსტი და თქვენი დამოკიდებულებები გავითვალისწინოთ.

პირველი, როდესაც მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიუსელში ვიზიტები განხორციელდა, საინტერესოა, რომ თუ ლეგიტიმური და კანონიერი იყო ამ შემთხვევაში რატომ მოიქეცით იმისგან განსხვავებულად, როგორც თავდაპირველად დაიწყეთ მუშაობა და როდესაც ათანხმებდით ვიზიტებს საქართველოს მთავრობასთან და მოგვიანებით როდესაც შეიცვალა ეს სტრატეგია და მიდგომა, როდესაც სრულიად ახლებურად და განსხვავებულად ბიუჯეტის ხარჯით დაფინანსებაზე უარი თქვით, ან მოგვიანებით, როდესაც ლიეტუვაში ყოფნისას განაცხადეთ, რომ ფორმალურად არ ბრძანდებოდით უფლებამოსილი, რომ განგეხორციელებინათ ეს წარმომადგენლობა. ეს არის მნიშვნელოვანი: თქვენი მოტივაცია როგორი იყო თითოეული ასეთი განცხადების კეთების დროს",- მიმართა მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics