|
2023-10-18 12:59:23, 626 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული 5638 მიმართვიდან 2434 საკითხი უკვე მოგვარებულია
აპლიკაცია „ფიქს თბილისზე“ დაფიქსირებული პრობლემების თითქმის ნახევარი უკვე მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში 5 638 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც 2 434-ზე რეაგირება უკვე მოხდა. „როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა „ფიქს თბილისი“, რასაც მოქალაქეების დიდი დაინტერესება მოჰყვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავის მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთოს აღნიშნული პროგრამა და დააფიქსიროს სხვადასხვა პრობლემა ქალაქის მასშტაბით - გადაუღოს ფოტო, გააკეთოს კომენტარი, მიუთითოს ადგილმდებარეობა და ჩვენი შესაბამისი სამსახურები ახდენენ რეაგირებას. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 5 638 მიმართვა შემოვიდა ოთხი მიმართულებით: ეს არის ხე-მცენარეების, საპარკე ინფრასტრუქტურის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების დაზიანება. აქედან 2 434 მოთხოვნა უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენი შესრულების სხვადასხვა ეტაპზეა. მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს ამდენად მაღალი ინტერესისთვის და პროგრამაში ჩართულობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ტემპით შევძლოთ ამ კატეგორიის პრობლემებზე რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, პროგრამაში დაფიქსირებულ პრობლემებზე უკეთესი რეაგირებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე იზრუნოს. „აღნიშნული პროგრამით გამოვლინდა, რომ ძირითადი პრობლემები ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ დაიწყოს ფინასების მოძიება, რათა გამგეობებს და მერიის შესაბამის სამსახურებს კიდევ უფრო მეტი რესურსი გავუჩინოთ და მივცეთ შესაძლებელობა, რომ პრობლემებს, რომელიც იქნება დაფიქსირებული „ფიქს თბილისის“ საშუალებით, მოჰყვეს სწრაფი რეაგირება და მათი მოგვარება არ შეფერხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)