18:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 03:53:25, 700 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა და მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტებს დააკისრა.

"მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს ღაზის საავადმყოფოს, არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა... ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ". – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.

„თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად განხორციელდა მტრის სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით, რომელმაც საავადმყოფოს მიმდებარედ გაიარა, როდესაც მას მოხვდა... დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც ჩვენ რამდენიმე წყაროსგან მოვიპოვეთ, წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი PIJ-ია (ისლამური ჯიჰადი)" - წერს IDF.

ჰამასის მოძრაობის ხელმძღვანელმა საზღვარგარეთ, ხალედ ალ-მაშაალმა , ისლამურ სამყაროს მოუწოდა, მოაწყონ დემონსტრაციები ისრაელის საელჩოებთან ყველა ქვეყანაში, ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმის ფონზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics