07:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:11:10, 588 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - 2024 წლიდან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდა იგეგმება

2024 წლიდან ვგეგმავთ ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების გაზრდას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მოხალისეების ჩართულობას საერთაშორისო, უწყებათაშორისი და თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ უწყებას გათვალისწინებული აქვს მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინსტიტუციურად ინტეგრაცია.

„ჩვენ ამ პროცესს გავხდით უფრო კონტროლირებადს, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის სამხედრო ან სამხედროსთან დაახლოებული ორგანიზაციები, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უწყების მიერ გაკონტროლებული. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics