|
2023-10-17 16:02:24, 1766 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს შეეხო და ტურბულენტური გეოპოლიტიკური გარემოს პარალელურად, ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა რეგიონში რუსეთის ფედერაციის აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები მიმოიხილა, რითიც ის თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებასა და ნატოსა და ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონზე წვდომის შეზღუდვას ცდილობს. „ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს აგრესიულ და ძალადობრივ პოლიტიკას, სასტიკ ომებს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს, ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, სეპარატიზმის წახალისებას და სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდების მეშვეობით ქაოსის დათესვას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დასძინა, რომ საქართველო რუსული აგრესიისა და ოკუპაციის სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა, რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დგას საოკუპაციო ძალა და აგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან აღნიშნა, საქართველო თავისი სტანდარტებით, მოდერნიზაციითა და მზადყოფნის დონის გაზრდით დღითი დღე უახლოვდება ევროპულ ოჯახს და ევრო-ატლანტიკურ სივრცეს. „ჩვენ ჯერ არ ვართ ამ სივრცის სრულფასოვანი ნაწილი და არ გვაქვს უსაფრთხოების ის ხარისხი, რაც მოაქვს ნატოს წევრობას. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატების გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ გარანტს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. გარდა ამისა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პრაგმატული პოლიტიკის წარმატებისა და ეფექტიანობის კონტექსტში ქართულ ჯარსა და მის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება, როგორც ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. „პრაგმატული პოლიტიკა ვერ იქნება წარმატებული და ეფექტური, თუ მას ზურგს არ გაუმაგრებს ჩვენი ქვეყნის წარმატება, რეფორმები და მისი ხელშესახები შედეგები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სექტორში. ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები არის სწორედ ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. საქართველოს უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის ეფექტურობაზე. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი ჯარის გაძლიერება, მისი მზადყოფნის დონის ამაღლება და თანამედროვე, მოტივირებულ და ბრძოლისუნარიან სამხედრო ძალად ქცევა“, - დასძინა ბურჭულაძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)