|
2023-10-16 16:41:38, 727 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩინეთთან განვიხილეთ ყველა ის მიმართულება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს
ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მიმართულება და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა ინვესტიციების დარგში, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში პოტენციური თანამშრომლობა. დავითაშვილის თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა და ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს განისაზღვრა, უშუალო სამუშაო კომისიის ფორმატში უნდა იყოს განხორციელებული. „კომისიის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ბატონ ვანგ ვენთაოსთან, რა დროსაც ვისაუბრეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით ახალი ეტაპის დაწყებაზე. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციური საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა შუა დერეფნის გაძლიერება, ინვესტიციები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში, ინვესტიციები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და სავაჭრო ბარიერების დაძლევა. რა თქმა უნდა, დავისახეთ კონკრეტული მიზნები იმისთვის რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეესაბამებოდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს", - აღნიშნა დავითაშვილმა. მისი თქმით, კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ჩინელი ტურისტებისთვის ვიზის გაუქმება ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში და კოვიდპანდემიამდე არსებული ფრენების სიხშირის აღდგენას, ასევე ახალი, პირდაპირი ავიამიმართულებების დამატებას. მისივე თქმით, ეს ყველაფერი გაზრდის ტურისტულ ნაკადებს და მეტ შემოსავალს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)