|
2023-10-16 15:38:56, 711 ნახვა
პოლიტიკა
მაია კოპალეიშვილი - პროცესი პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციოს უნდა შესძლებოდა, სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო
თავად პროცესი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შესძლებოდა, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო,- ასე ეხმაურება საქართელოს პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. კოპალეიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ დაედგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. "საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ დაედგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. თავად პროცესი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შესძლებოდა, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა, შედეგის თვალსაზრისით, ეს ასე არ ჩანს. ამიტომ, თუ დასკვნა არ ვნახე, რთულია დეტალებზე საუბარი",- განაცხადა კოპალეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)