|
2023-10-15 14:45:45, 829 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - სანქციების აღსრულების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების შესახებ მომზადებულ მორიგ სიყალბესთან დაკავშირებით და განმარტოს შემდეგი: 2023 წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ, გადაცემა - "შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტი იყო ცალსახად, დეზინფორმაციული შინაარსის და მისი გავრცელება კიდევ ერთხელ ემსახურება მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში ითქვა თითქოს მათ ხელთ ჰქონდათ ე.წ. "უტყუარი მტკიცებულებები, თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით" და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს, არის სრული სიცრუე და თავად მედიასაშუალების მიერ შექმნილი ყალბი პროპაგანდა. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ/მაიდინტიფიცირებელ განმარტებას. კონსულტაციის მიმდინარეობისას ოპერატორის მიერ, დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, მოხდა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საინფორმაციო ბმულის მიწოდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი. ამასთან, რათა არ მოხდეს, უწყების მიერ, უკვე არაერთგზის, გავრცელებული განცხადებების/განმარტებების შინაარსის კვლავ დუბლირება გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები: https://rs.ge/NewsArchive?newsId=1062 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ინფორმაციის გავრცელების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდებისგან, უწყებისა და ქვეყნის დისკრედიტაციისგან",- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)