|
2023-10-14 13:43:08, 786 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - „ნაცმოძრაობის“ წევრების კვიპროსში ვიზიტი განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული
ვხედავთ, რომ რეალურად, დავით კეზერაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში, რაც მოასწავებს იმას, რომ ზუსტად იგივე მმართველობის სტილი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის მენეჯმენტი კვიპროსში, დავით კეზერაშვილს შეხვდა. ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები იმის შესახებ, რომ პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობა არ არსებობს, მათსავე ქმედებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, "კეზერაშვილთან შეხვედრა იმის ღია განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი რაოდენობით კრიმინალური ფული უნდა შემოვიდეს". „მგონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მათი ქმედებები და განცხადებები. ვთვლი, რომ ეს არის ღია სიგნალი და დარწმუნებული ვარ, ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენს საზოგადოებასაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად განაცხადია, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს დიდი ოდენობით კრიმინალური ფული, რომელიც კრიმინალური გზებით არის მოპოვებული საქართველოში და რომელიც კრიმინალური საშუალებით არის წართმეული და მოტყუებით გამორთმეული ევროპელი პენსიონერებისათვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)