|
2023-10-14 13:31:36, 738 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა
ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჩიქოვანმა, ასევე, საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ მხარდაჭერის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და რა თქმა უნდა, იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში და ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. იცით, რომ ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი და იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)