16:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 15:32:43, 755 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ

ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა დღეს ისრაელში ჩავიდნენ. აღნიშნულის შესახებ რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს.

მეცოლას თქმით, ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა.

"ჩვენ აქ ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა მას შემდეგ, რაც ისრაელი თაობების განმავლობაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა. ტერორი არ გაიმარჯვებს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ.

ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ "ჰამასი", გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული შედეგების შესამსუბუქებლად",- წერს მეცოლა.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.

12 ოქტომბერს, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.

დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც ეწვია.

ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics