|
2023-10-13 15:10:44, 790 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - აგენტს ნული რესურსი აქვს, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს - რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს
რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი, რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს, რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი პროექტის „მონა. ჯი“-ზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, "ხოშტარია და ჯაფარიძე ყველანაირად ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია არ გამოუვათ". „აგენტები ვახსენეთ და პრინციპში რაც თვითონ აწუხებთ იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. მთავარი მონა ვინ არის სინამდვილეში, ეს არის აგენტი - რატომ? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ, ნული რესურსი აქვს რომ თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს, რასაც დაავალებენ ის უნდა გააკეთოს. როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ის ქვეყნისთვის, არამარტო ქვეყნისთვის პირადად აგენტისთვისაც რომ იყოს დამაზიანებელი მაინც უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს არის აგენტის ბედი. მთავარი მონა არის აგენტი. თვითონ რაც არიან ის აწუხებთ და მერე ცდილობენ სხვებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ. თქვენ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილს ისინი უწოდებდნენ აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს, ყველა სიტყვა გამოიყენეს, ყველა ეპითეტით შეამკეს და დღეს აცხადებენ, რომ ის ყოფილა მთავარი პროევროპელი ლიდერი. არავითარი ფასი მათ სიტყვებს არ აქვს",- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)