|
2023-10-13 14:48:46, 746 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როცა ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის, ეს დეგრადაციაზე მეტყველებს - თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია
როცა ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის, ეს დეგრადაციაზე მეტყველებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, "თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია". „სხვადასხვა ფლანგია, ერთ-ერთი ფლანგია, რომელმაც დღეს სააკაშვილის მავზოლეუმი გახსნა, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ უწოდა. როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ, ვიღაც კვიპროსში გარბის, ვიღაც წმინდა მიხეილის სალოცავს ხსნის და ა.შ. ეს დეგრადაციაზე მეტყველებს და არ ვიცი, ასეთი პროცესებით როგორ უნდა მიაღწიონ რამე შედეგს არჩევნებზე - ეს, ბუნებრივია, შეუძლებელია. რაც კარგია, ჩვენთვის ეს კარგია სუბიექტურად და რაც მთავარია, ქვეყნისთვის არის კარგი, რომ ასე ვითარდება ეს პროცესები. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, თავიდან ბოლომდე მოშლილია რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება პროცესები არჩევნებამდე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, რომ ეს არასწორი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საბოლოო ჯამში დაკარგავს ბოლომდე თავის ნეგატიურ როლს, რომელსაც ასრულებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. მოკლედ, კარგი მიმართულებით მიდის ეს პროცესები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)