|
2023-10-13 13:29:39, 803 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ხოშტარია და ჯაფარიძე ნომერ პირველი აგენტები და მონები არიან
სწორედ ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები და მონები, მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას ებრძვიან. "სწორედ ხოშტარია-ჯაფარიძე არიან ნომერ პირველი აგენტები. შესაბამისად, ისინი არიან ნომერ პირველი მონები. რაც თავად აწუხებთ, ცდილობენ, ის გადაიტანონ სხვებზე. რა თქმა უნდა, პირველი მონები არიან ჯაფარიძე და ხოშტარია. თან საინტერესო რა არის? - ხოშტარიას თითქოს ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციები აქვს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ მართლა მონა და აგენტია. მათი მცდელობა, რომ სხვაზე გადაიტანონ ისრები, წარუმატებლობისთვის არის განწირული. რევოლუციური გეგმის შემადგენელია - ადამიანების სტიგმატიზაცია, ადამიანების გაშავება. განსაკუთრებით აქცენტი კეთდება სამართალდამცავებზე, სასულიერო პირებზე. რატომ? - ისინი ძირითადად ორ რამეს ებრძვიან - ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ეკლესიას. ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეარყიო ყველაფერი, რაც უკავშირდება ქვეყნის სიძლიერეს - სახელმწიფო და ეკლესია. ეს არის მათი რევოლუციური გეგმის ნაწილი და ეს ყველაფერი სახეზეა",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ოქტომბერს პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ახალი პლატფორმის Mona.ge-ს პრეზენტაცია გამართეს. მათი განცხადებით, ინიციატივის მიზნებია: "საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება; მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში მომავალი თაობებისთვის როგორც ხალხის, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით, იდგნენ რუსული რეჟიმის სამსახურში; ასევე ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა".
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)