|
2023-10-13 13:21:35, 800 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე
რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "პრეზიდენტმა კონსტიტუცია ოპოზიციის იმედად დაარღვია" "ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს კულუარებში მეტი ხმის მობილიზებას; ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება... მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული. უნდა თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს. ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. მათ სჭირდებათ მათი პარტნიორის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს",- აცხადებს კობახიძე. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღეს, 13 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს.
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)