|
2023-10-13 12:32:02, 860 ნახვა
პოლიტიკა
ტურავა - სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადებს
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას ორშაბათს, 16 ოქტომბერს, გამოაცხადებს,- აღნიშნულის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა. ტურავას თქმით, დოკუმენტი სხვა მოსამართლეებს უკვე გადაეგზავნა. "დარეგისტრირდა 14-ში, გადაეცა პლენუმს 15-ში, ესეიგი ბოლო თარიღი გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნისა ეს არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ანუ ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი",- განაცხადა ტურავამ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო. სხდომები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)