|
2023-10-13 11:32:29, 816 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, ოსტინის შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებთან. "ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, რათა შეხვედროდა მთავრობის ლიდერებს და ენახა ამერიკული იარაღისა და უსაფრთხოების დახმარების ნაწილი, რომელიც ვაშინგტონმა ომის პირველ კვირაში ისრაელის მებრძოლებს მიაწოდა",- წერს The Associated Press-ი. შეგახსენებთ, ლოიდ ოსტინი გახდა აშშ-ის მეორე მაღალჩინოსანი, რომელიც ისრაელს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ეწვია. ოსტინამდე ისრაელს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტუმრობდა. აღსანიშნავია, დღეს, 13 ოქტომბერს ისრაელში ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლაც ჩავლენ. მანამდე 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი იმყოფებოდა. ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)