|
2023-10-11 19:19:50, 803 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ყველა სამართლებრივი საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნებში იყო და მოდიოდა თანხვედრაში ევროპულ მიდგომებთან, ჩვენ გავითვალისწინეთ
ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც იყო წარმოდგენილი ვენეციის კომისიის შესაბამის დასკვნებში, რომელიც იყო განჭვრეტადი ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე და რომლებიც თანხვედრაში იყო საუკეთესო, ევროპულ მიდგომებთან, ყველა ეს საკითხი ჩვენ გავითვალისწინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. წამყვანის შეკითხვაზე თუ არ არსებობს პრეტენზია სამართლებრივ ნორმებზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პერსონალური დამოკიდებულების პრობლემა იყოს თუნდაც, ვენეციის კომისიის მხრიდან, ოხანაშვილმა განმარტა, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები არიან მიუკერძოებლები, რომლებიც საკითხებს აფასებენ პროფესიულად, იურიდიული თვალსაზრისით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. „შესაბამისად, თუკი რაიმე საკითხი იქნება, რომელიც შეიცავს ბუნდოვანებას და ფაქტია, რომ არის ასეთი საკითხიც, ჩვენ ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების ფარგლებშიც, რაიმე კონკრეტული, სამართლებრივად არგუმენტირებული, საუკეთესო ევროპულ მიდგომაზე დაფუძნებული შემოთავაზება ვერ მივიღეთ”, - აღნიშნა ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ვენეციის კომისია წმინდა იურიდიული და ექსპერტული თვალსაზრისით აკეთებს შესაბამის დასკვნებს. „მოგეხსენებათ, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ქოლგის ქვეშ არსებული ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის ექსპერტებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებით, რომლებიც წერენ შესაბამის დასკვნებს. მათი წარმომადგენლები არიან მიუკერძოებლები, მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონენი, რომლებიც საკითხებს აფასებენ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულად, იურიდიული თვალსაზრისით და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ტექსტებს სწორედ ამ ფორმით ვკითხულობთ. თუ ვინმე ცდილობს, რომ ვენეციის კომისია ერთგვარ ფარად გამოიყენოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებზე სასაუბროდ, ეს იქნება აბსურდი, ვინაიდან ვენეციის კომისია არის საექსპერტო დაწესებულება, რომელიც წმინდა იურიდიული და ექსპერტული თვალსაზრისით აკეთებს შესაბამის დასკვნებს. ვენეციის კომისიის ექსპერტები არ არიან პოლიტიკოსები. ისინი არ არიან პირები, რომლებიც პოლიტიკური მიზანშეწონილობით უყურებენ საკითხებს და შესაბამისად, ჩვენ სწორედ იურიდიული თვალსაზრისით ვუყურებთ მათ დასკვნებს. თუ ვინმეს სურს, რომ ეს დისკუსია გადაზარდოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ეს არის წმინდად პოლიტიკური საკითხი და ამას კავშირი ვერ ექნება ვერც კანდიდატობის სტატუსთან და ვერც ვენეციის კომისიის იურიდიულ ასპექტში განხილვასთან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)