|
2023-10-11 16:47:05, 893 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა
"საქართველოს რკინიგზამ" პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, წელს კომპანიამ ასზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა. "საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ ასზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს. "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯილდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა "საქართველოს რკინიგზის" მრავალწლიანი ტრადიციაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)