|
2023-10-10 23:04:45, 909 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - „ჰამასის“ გაცხადებული მიზანი ებრაელთა დახოცვაა, ეს აშკარა ბოროტების აქტია
ისრაელში "ჰამასის" თავდასხმების შედეგად აშშ-ის სულ მცირე 14 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დღესვე, ბაიდენმა "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს "აშკარა ბოროტების აქტია". "ისრაელში მცხოვრები ხალხი განიცდის ნამდვილ ბოროტებას ჰამასის ტერორისტული ჯგუფის სისხლიანი ხელებისგან, ჯგუფისგან, რომლის არსებობის გაცხადებული მიზანი ებრაელთა დახოცვაა", - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)