|
2023-10-10 17:00:41, 825 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, "აშშ კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაცია ცდილობდა, მაგრამ არ ადარდებდა ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები". „უკრაინული კრიზისიც გრძელდება და სამწუხაროდ, ვხედავთ სიტუაციის მკვეთ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახალო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა, წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“,- განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინება არასდროს ხდებოდა. "ყოველ ჯერზე პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას",- დასძინა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)