13:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 12:00:23, 691 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა შერეფ მალკოჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით ახორციელებს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები.

„მხარეებმა, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას დაათვალიერებენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი. ასევე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics