|
2023-10-08 17:29:20, 803 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვწუხვარ, კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ
გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა იმ პარტიასთან, ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იბრძოლებს. „მე ვწუხვარ, რომ საკმაოდ არასაქმიანო შეხვედრა გამოვიდა, რადგან ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის გარდა, ახსენებენ აბსოლუტურად ყველაფერს. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მათ შორის იმ ხალხს, ვინც წარმოდგენილი იყო გუშინ ამ შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, რომ დროს არ დახარჯავენ „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციაში, არ შეეჯიბრებიან "პოსტვის" და ტელეკომპანია "იმედს" „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვაში; არ გაუწევენ კონკურენციას კობახიძეს, მდინარაძეს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს, რომ ლანძღონ მთავარი ოპოზიციური პარტია და მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამდენი თვის შემდეგაც კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხდნენ. მე ვისურვებდი, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ ეს შედეგი, რომელიც დადგა, უბრალოდ მიიღონ და 8 თვის განმავლობაში მოთქმა-გოდება და ტირილი არ მიმაჩნია სწორად. ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია, მივესალმებით. კარი არის ღია და ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ სათანამშრომლოდ, ოღონდ არა იმ ხალხთან, ვინც ფსიქოლოგიურად ვერ გადალახა ამ რვა თვის განმავლობაში პარტიული მარცხი და შესაბამისად, ვწუხვარ გულწრფელად, რომ ნაცვლად იმისა, რომ საქმიან დისკუსიას ჰქონოდა ადგილი, ჩვენ მივიღეთ დღე, როდესაც კონკრეტული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გახდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლანძღვა, იმ პარტიის ლანძღვა, რომელსაც თავს ესხმიან სამთავრობო რუსული პროპაგანდისტული მედიები, კობახიძე, ღარიბაშვილი და რუსული პარტია. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რას გააკეთებს ეს ერთი კონკრეტული ადამიანი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქმიანად ვისაც უნდა, რომ იბრძოლოს რუსული პარტიის წინააღმდეგ, მზად არის „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან ერთად იბრძოლოს, მაგრამ კონკრეტული ადამიანები, ვინც გადაასწრო განცხადებებში კობახიძეს და მათ პროპაგანდას, ვწუხვარ, მაგრამ ამ ადამიანებთან არაფერი არ გამოვა საერთო. თუ გადაიფიქრებენ, მორჩებიან, შეეგუებიან იმ მოცემულობას და სხვათა შორის ეს მოცემულობა დააყენა ჩვენი პარტიის ამომრჩეველმა, თავად იყვნენ ხელმძღვანელი პირები, თავად ჩაატარეს არჩევნები, თავად დაიქირავეს კომპანია, თავად შეადგინეს თამაშის წესები, თავად დათვალეს და მაინც გავიმარჯვე პარტიის მხარდამჭერების ხმების რაოდენობით. ვწუხვარ, თუ კონკრეტული ადამიანები ამაზე რვა თვეა უკვე მოთქვამენ და ნერვიულობენ",- ამბობს ხაბეიშვილი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)