|
2023-10-07 14:41:06, 906 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ამ დროისთვის ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
ამ დროისთვის ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან,- ამის შესახებ საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან "საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან",- აღნიშნიშნულია საგარეოს ინფორმაციაში, რომელსაც საზოგადოებრიცი მაუწყებელი ავრცელებს. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)