|
2023-10-05 17:55:43, 638 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს - სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი
სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების ავტორმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე. ჩუგოშვილის კითხვაზე, რა არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი, კობახიძემ განაცხადა, რომ მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით... იმპიჩმენტის აღძვრის მიზეზი სამართლებრივი იყო... სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება არა მხოლოდ 52-ე მუხლს - საერთოდ ყველა მუხლს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მესამე დღეა მიმდინარეობს. "ოცნებამ" ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)