08:52 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 16:43:35, 1252 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - გრანადის სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა

გრანადის სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის შეთანხმებაში უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის, ის დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ სიახლეები გაგვაცნო. ჩვენ კი, ევროკავშირში ვმუშაობთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტზე, რომელსაც კიევი 2024-2027 წლებში მიიღებს, რადგან უკრაინას სჭირდება საიმედოობა და სიმტკიცე ფინანსური დახმარების მხრივ. როგორც მე ვხედავ აშშ-ში არსებულ სიტუაციას, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics