18:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 15:05:50, 556 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - აშშ-სთვის სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები ფარცხალაძის საქმეზე

შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„თქვენ გგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სანქცირებულ პიროვნებაზე. განმარტებები უნდა გაკეთდეს და უფრო მეტი დასაბუთება იყოს, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი. ასე მოხდა მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაშიც.

შეიძლება მსგავსი ინფორმაცია საჯაროდ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამას ვიმსახურებთ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არგუმენტი და დასაბუთება ხომ სჭირდება?“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics