|
2023-10-05 12:13:47, 644 ნახვა
საზოგადოება
NASA-ს ჰაკათონი მათთვის, ვისაც კოსმოსი აინტერესებს - პროექტის მთავარი პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
მათთვის, ვისაც კოსმოსი, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასტრონომია აინტერესებს, თბილისში NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება. აღნიშნული პროექტი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ჰაკათონში მონაწილეობა პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას. გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს. ჰაკათონის მონაწილეებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი. ისინი ვირტუალურად დაესწრებიან ვორქშოპებს, თუმცა, უშუალოდ ღონისძიებაში მონაწილეობას ჟიურის მიერ შერჩეული 20-ზე მეტი გუნდი მიიღებს. „საქართველოს ბანკი“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენი მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ასტრონომიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. აღნიშნული ჰაკათონი მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს, რაც საქართველოში მის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი უნარები, განვითარების ახალი შესაძლებლობები და არ გაჩერდნენ. „საქართველოს ბანკი“ კი აქტიურად განაგრძობს მათ მხარდაჭერას და ახალი, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრებას ეცდებიან. საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)