|
2023-10-05 11:49:43, 898 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის შსს-მ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელზე, მამუკა მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელზე, მამუკა მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. TASS-ის ცნობით, მამულაშვილს ბრალად "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და დაქირავებული სამხედროების გაწვევა" ედება. ამასთან, როგორც საგამოძიებო კომიტეტის მონაცემთა ბაზაშია აღნიშნული, მამუკა მამულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით იძებნება, თუმცა არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რომელი მუხლით მიმდინარეობს ძებნა. შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო. აღნიშნულ პირებს შორის იყო „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)