|
2023-10-03 22:42:45, 753 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - გერმანიის მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი ვაფასებთ
ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. „გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)