18:07 - 26 Jul, 2026
|
2023-10-03 22:28:35, 629 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფილიპ გუიტარდს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფრანგული კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ფილიპ გუიტარდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე აჭარაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. "კომპანია Veolia group ენერგეტიკის, ნარჩენებისა და წყლის მართვის სფეროში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის და კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)