|
2023-10-02 17:46:38, 874 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი კარასინზე - შეიძლება, მეტსაც ვფიქრობდე პრეზიდენტზე, მაგრამ მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მას ასე ახასიათებს
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხდებას ეხმაურება. როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება მიუღებელია. "თუ ეს ნამვილად მან ასე თქვა, ჩემი პასუხი იქნებოდა შემდეგი - მე, შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნისა და სახელწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს",- განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა რუსთთან დაკავშირებული კომენტარის გამო, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით Telegram-ზე დაწერა: "პოლიტიკური შიზოფრენიის მკურნალობა რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!". რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, მან ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ "თუ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან საქართველოს დაესხმება".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)