18:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 17:15:46, 842 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციას მოვუწოდებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე კონსულტაცია გამართოს და რეკომენდაციების შესრულებაში წვლილი შეიტანოს

კენჭსაყრელ საკითხებში კვლავ გვრჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხი კანდიდატურიდან ორის არჩევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ საკითხზე  უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე სამი წევრი უკვე აირჩია, რაც ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა.

„ევროპულმა კომისიამ მოგვიწოდა დარჩენილი ორი ვაკანსიაც შევავსოთ. ოთხი კანდიდატურა უკვე ნახევარი წელია, რაც არის ჩვენს დღის წესრიგში. არც ერთ ამ კანდიდატურაზე რაიმე ნეგატიური, ობიექტურად დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი მოსაზრება არ მომისმენია. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ თქვენი წვლილი შეიტანოთ რეკომენდაციების შესრულებაში", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

ცნობისთვის, დარჩენილ ორ ვაკანსიაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics