18:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 13:58:16, 893 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სუს-ის ინფორმაციაზე - შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს USAID აფინანსებს

ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას".

„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს. 

უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლები გაყალბდა.

აღნიშნული პროგრამის დაფინანსება USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა. ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც ამ ორგანიზაციის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება და ველოდებით ახსნა-განმარტებებს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics