|
2023-10-02 12:50:18, 894 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს - „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“
"ქართული ოცნება“ მორიგი რუსული კანონის მიღებას აპირებს - საქართველოს პარლამენტში დღეს იწყება "ქართული ოცნების" მორიგი ანტიდემოკრატიული ინიციატივის განხილვა, რომელიც ეხება შეზღუდვებს შეკრება/მანიფესტაციასთან დაკავშირებით,- ამის შესახენ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პოლიტიკური პარტია "ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას კიდევ ერთხელ ახდენს". "აღნიშნული ინიციატივა მსგავსია იმ რეგულაციებისა, რომლებიც მოქმედებს ავტოკრატიულ და დიქტატორულ რეჟიმებში და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ, იმ მოქალაქეთა დაშინებას, რომლებსაც შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ მიმართონ პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც საჭიროებს სხვადასხვა კონსტრუქციების ან ტექნიკის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) გამოყენებას. ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მოქალაქეებს აკავებენ, ასამართლებენ და სჯიან ცარიელი ფურცლით ხელში პროტესტის გამოთქმის გამო, ყველასთვის ცხადია, რა შედეგები მოჰყვება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების სამართლებრივი შეზღუდვისკენ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს. "ქართული ოცნების" მხრიდან ამ ინიციატივის დაკავშირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან, სადაც მორიგ ჯერზე ითქვა, რომ თითქოს, ქვეყანაში მზადდება არეულობა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სუს-ი ემსახურება ერთი ადამიანის, ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება თავისუფალი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით. და ბოლოს, ამ მორიგი რუსული კანონის ინიციირებით, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტირებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებშია",- ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)