12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 12:36:55, 652 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წერეთლის არხის 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყო ტრაპეციული კვეთის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი, გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები. სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები სარწყავი სეზონის დასრულებისთანავე გაგრძლედება.   

პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, 6 სოფლის  (თამარისი, დიდი ბეგლიარი, პატარა ბეგლიარი, დიოკნისი, წერეთელი, ალგეთი) 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

"სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2,3 მლნ ლარია.

სარწყავ არხზე ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა  დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 65,2 მლნ ლარის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. შედეგად,  31,870 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  რეგულარულად ირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 24 800 ჰექტარზე გაუმჯობესდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics