|
2023-09-29 12:58:56, 656 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე კანდიდატის სტატუსზე - მჯერა, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის ოპტიმისტი ადამიანია და სჯერა, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ამჯერად, "სამართლიანი გადაწყვეტილება" იქნება მიღებული და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემენ. „ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიმსახურებდით ამას, თუ შევადარებთ იმ ქვეყნებს, რომელსაც სტატუსი მისცეს, საქართველოსთან მიმართებაში კი, იყო ის გადაწყვეტილება მიღებული, რაც იყო. ჩვენ მოგვცეს გზამკვლევი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ძალიან ბევრი იმუშავა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვნახოთ. იცით, რომ თავის დროზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და ახლაც მათზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ. ზოგადად, მე ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ თემასაც და მჯერა, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენ ქვეყანასთან და ხალხთან მიმართებაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)